სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში რეგიონული კონფერენცია გაიმართა
23-05-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში რეგიონული კონფერენცია „თანამედროვე სკოლის გამოწვევები“ ჩატარდა.

კონფერენცია ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლა) მასწავლებლისა და ა.წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგის, აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 137-ე წლისთავს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის ორგანიზატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა.

„კონფერენცია გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს: იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა - მურად ჯიშკარიანმა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მაია ქციტიშვილმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სასახურის ხელმძღვანელმა - იმერ ბასილაძემ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამულო ბუჭუხიშვილმა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ - ბექა ქებულაძემ“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონფერენცია სამ სექციად ჩატარდა:

I სექცია მოიცავდა საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

სხდომის თავმჯდომარეები იყვნენ: მაია ახვლედიანი-ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ნათია ბრეგაძე - ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელი.

II სექცია არაფორმალური განათლების საკითხს შეეხებოდა.

სხდომის თავმჯდომარეები იყვნენ: სოფიო ფანჩულიძე-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიკის ისტორიის აკად. დოქტორი; მარინე ჭეიშვილი - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.

III სექცია კი STEM მიმართულებას მოიცავდა.

სხდომის თავმჯდომარეები იყვნენ: ირინე გოგიბერიძე  (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მარინე რუსაძე - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი.

„კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბის, ფოთისა და ცაგერის რაიონების საჯარო სკოლების მასწავლებლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოხსენების თემა, ძირითადად, ეხებოდა: თანამედროვე სკოლის გამოწვევებს; წერითი მეტყველების განვითარებას დაწყებით საფეხურზე; მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისათვის მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებას სასწავლო პროცესში; სოციო-ემოციური უნარების განვითარებას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში; სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვის აუცილებლობას; სწავლების თანამედროვე მეთოდებს; პედაგოგიკის სწავლების თეორიას; კომპლექსური დავალების როლს მოსწავლეთა სივრცული წარმოდგენების ჩამოყალიბებაში და სხვა.

კონფერენციია დადასრულს მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

მსგავსი კონფერნეციებსა და შეხვედრებში სასკოლო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება