| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა პროექტს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საინტერესო აქტივობით შეუერთდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა საკონკურსო პროექტის ფარგლებში წარმოსახვით აფხაზეთში იმოგზაურეს.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მაკეტი შექმნეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
„მაკეტის საშუალებით ბავშვებმა გვამოგზაურეს აფხაზეთის ყველა დაბასა და ქალაქში და დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქეს. ამ პერფორმანსით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილი და განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდა მაკა მინდიაშვილი, მასში კი აქტიურად მონაწილეობდნენ მე-8-მე-9-მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“