სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვებო, თქვენ განდობთ ჩვენს მომავალს“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
22-05-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით, ემოციურად გააცილეს. 

მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

მათ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სევდანარევი, ბედნიერი დღე! 
ყველა გახარებულია, თუმცა ყველა ტირის....
ერთდროულად ამაყობს დირექტორი, დამრიგებელი, მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე, დარაჯი, სოფელი...
იხსენებენ, იცინიან, პატიობენ, ეფერებიან და რაც მთავარია, ამ დღეს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. 
სასკოლო ბოლო ზარის ფუსფუსი არ მოაკლოს უფალმა სრულიად საქართველოს სკოლებს! 
ჩვეულებრივად, ამ წელსაც ახალი ცხოვრების დასაწყებად, საუკეთესო თაობა ზეიმით გააცილა ჩვენმა სკოლამ 
გვჯერა, დიდ და საამაყო არმიას, რომელსაც ჩვენი სკოლის კურსამთავრებულთა სახელი ჰქვიათ, თქვენც ღირსეულად შეუერთდებით! 
ვულოცავთ მშობლებს, თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით!
ვულოცავთ მთელ მუნიციპალიტეტს, რადგან ეს ის თაობაა, რომელსაც სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია ჩვენი ცხოვრების. 
ბავშვებო, თქვენ განდობთ ჩვენს მომავალს! 
გილოცავთ, მეგობრებო!
სკოლის გამორჩეული გოგო-ბიჭების გამორჩეული და ულამაზესი „ბოლო ზარი“.  წარმატებით გაგევლოთ ის გრძელი გზა, რომელიც წინ გელოდებათ ჩემო კარგებო. უფალს ვთხოვ ცხოვრების ახალ ეტაპზე ნაკლები დაბრკოლება გენახოთ
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიამაყებთ თქვენი ყოველი წარმატებული ნაბიჯით.
უფალი გფარავდეთ“,- წერია სკოლისა და დირექტორის - ლიანა ბოქლვაძის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება