| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება შთამბეჭდავად აღნიშნეს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება სიყვარულით მიულოცეს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
ახალგაზრდებს, თეთრ მაისურზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მისალოცი წარწერები დაუტოვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ემოციებით დატვირთული იყო, ამ დიდ სიხარულთან ერთად მოსწავლეებისა და პედაგოგების დამშვიდობება ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა.
„ცხოვრების ლაღი, უზრუნველი და ხალისიანი ეტაპი დასრულდა... დაიწყო უფრო შინაარსიანი, უფრო საინტერესო, ბრძოლის ჟინითა და წარმატებისკენ სავალი გზების, სირთულეთა გადალხვის ხანა! გილოცავთ, ძვირფასებო იყავით ღირსეული ადამიანები, მოყვასისა და მამულის უანგარო მსახურნი... ჩვენ მუდამ თქვენი გულწრფელი გულშემატკივრები ვიქნებით“, - ასე მიულოცეს ახალგაზრდებს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“