სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“- ნოქალაქევის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის - გურამ მურღულიას ემოციური წერილი კურსდამთავრებულებს
22-05-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მათ ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს, სკოლაში მატარებული წლები გაიხსენეს, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და სურვილები გაცვალეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ნოქალაქევის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გურამ მურღულია ნიუ-იორკიდან ემოციური წერილით ულოცავს.

„ყოველი მთის დალაშქვრისას, შენს წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს ‘’-ნელსონ მანდელა.
რეკავენ სკოლის ზარები - პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. სკოლის დამამთავრებელი ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს, დამრიგებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.
ვულოცავ, სკოლის დამთავრებას ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს!
ყველა მე-12 კლასელს!
ნოქალაქევის სკოლიდან რომ წამოვედი (2012 წლის 10 დეკემბერი, ხოლო 17 დეკემბერიდან, ვცხოვრობ ნიუ იორკში), დღევანდელი დღის გმირები, მე-2 კლასში იყვნენ.
საოცრად კარგი ბიჭები და გოგონები უკვე გაიზარდნენ, დავაჟკაცდნენ. მიხარია, რომ გახდებიან დამოუკიდებლები. ისინი შეცვლიან იმ გზას, რომლითაც აქამდე დადიოდნენ და იფიქრებენ მოქმედებებსა და დამოკიდებულებაზე, რათა ეძიონ ალტერნატივა ყველა სფეროში.
ყველა მე-12 კლასელს ვუსურვებ, ეროვნული და ცხოვრებისეული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

მუდამ გახსოვდეთ - „დროა, გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება არის ისეთი როგორიც არის, თქვენი ბედნიერება ან უბედურება არის თქვენივე არჩევანი და სამყარო სულაც არაა თქვენს მიმართ ბოროტი ან ზედმეტად კეთილი. მხოლოდ ამის გაანალიზებითაც კი შეიცვლება თქვენი აზროვნება და ჩამოყალიბდებით ჯანსაღ მოაზროვნედ. ხოლო ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნება აშენებს ჯანსაღ ურთიერთობებს, ჯანსაღ ოჯახს და ქმნის ჯანსაღ მომავალს. ამ ცხოვრებაში თქვენი და საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია,
ახალგაზრდებო!
მშვიდობა, ჯანმრთელობა, გამარჯვება და კეთილდღეობა არ მოგაკლოთ უფალმა!
წარმატებები ცხოვრებაში და ცხოვრებისეული სირთულეების ღირსეულად დაძლევაში!
ღმერთი იყოს თქვენი, სრულიად საქართველოს, უკრაინის და ყველა მშვიდობისმოყვარე ერის მფარველი! ამინ“,- წერს გურამ მურღულია, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელიც სკოლას 2005-2012 წლებში ედგა სათავეში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება