სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა
22-05-2023
-
+



გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა კვირეულს - „ჩემი
თვალით დანახული აფხაზეთი“, შუერთდა

აღსანიშნავია, რომ კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოაცხადა. 

ამ კუთხით, ივანდიდის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო კვირეული, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას, მეგობრული ხიდების მშენებლობას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამოდენიმე აქტივობა. პროექტის ხელმძღვანელებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პროექტი, გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების მასწავლებლის - ია ტერელაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, სადაც ბავშვებმა ნახატებითა და კომპოზიციებით გადმოსცეს თავიანთი ემოციები.

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა კაკაბაძის ხელმძღვანელობით, მეგობრული წერილები დაუწერეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ  წერილებით იგრძნობოდა გულწრფელობა, სურვილი აფხაზეთში სტუმრობის, თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობის.

ისინი აქაური ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად იწვევენ მეგობრებს და ღირსეულ მასპინძლობასაც პირდებიან.

პროექტის ფარგლებში, მცენარეთა ნერგები საჩუქრად გადასცეს დევნილთა დასახლებაში, ჯვართამაღლების სახელობის ტაძარს.

პროექტზე მომუშავე გუნდის წევრები: ლია ჩიხლაძე, ელიზა ლიპარტელიანი, ნანა კაკაბაძე და ია ტერელაძე, გახლავთ. 

სკოლაში გუნდის წევრებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება