სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
22-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა.

„ეს იყო პოეზიის დღესასწაული, მართალი, გულში ჩამწვდომი სიტყვის, სულიერების, დიდსულოვნების, ცხოვრების ქარტეხილებთან შეჭიდების და მარადიულ ფასეულობებთან თვალის გასწორების გულწრფელი ეპიზოდები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: ირინე კვანჭიანმა და ლეილა თვალაბეიშვილმა მე-6 და მე-4 კლასების მოსწავლეებს ისეთი შთაგონება და პოეზიის სიყვარული შთაუნერგეს, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პოეტის რჩეული პატრიოტული ლექსები წაიკითხეს საოცარი დეკლამაციით, გულიდან გაჟღერებული სტრიქონებით.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„გრძნობებისა და ემოციების ტალღა არამხოლოდ პატარა მსახიობებს, არამედ მთელ დარბაზს მაგიურად მოედო და მონუსხულ პუბლიკას გულწრფელი ცრემლები აღვრევინა. ცოტა მოგვიანებით, ქალბატონმა მანანამ დიდი ემოციით აღნიშნა:

„დასამახსოვრებელი, მართლა საოცარი ბავშვები და პედაგოგები, სკოლის დირექცია- ყველა ერთსულოვანი, მაღალი სულიერებით აღბეჭდილი, ერთად შეკრული... მთხრობლადაც საინტერესონი და მსმენელადაც საუკეთესონი, თვალებში არეკლილი ცრემლებით და მძაფრი ემოციებით.

...და იყო პოეზია... იყო სულის ზეიმი. იყო საქართველო ტკივილიანი სიყვარულით...

ასეთი ბავშვები, ამგვარი განცდა, ასეთ უტკბილეს ხმებში შესრულებული საგალობლები... ვერც გაოცებას ვმალავდი, ვერც სიხარულს. ეს ის ჟამი იყო, უნებლიედ რომ აღმოგხდება: „როგორი მშვენიერია ზოგჯერ მოდგომა ცრემლისა. ასე ერთიანი სულისკვეთებით შეკრული საუცხოო პედაგოგიური კოლექტივი, ამნაირად სულხორციანად „მწერლობით შეპყრობილი“ ქართულის მასწავლებლები, ერთად არც მინახავს“, - მოჰყავთ პოეტის სიტყვები სკოლაში. 

ღონისძიების ორგანიზატორმა - ირინე კვანჭიანმა კი, ემოციურად აღნიშნა: „ქალბატონი მანანას პოეზიის ყველა სიტყვა, ყველა -ფრაზა, ყველა- ბგერა, იმდენად დიდია და საქართველოს სიყვარულით გაჯერებული, ვთვლი, რომ ამ შემოქმედების ბავშვებამდე მიტანით ნახევარი აგურით მეც შევეწიე ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო მანანა, მადლობა რომ თქვენი პოეზია მაძლევს ძალას და იმედს იმისას, რომ საქართველოს ისტორიას დავიწყება არ უწერია!

„რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ

სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?!

ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი

მამულს ასული ახლა თქვენგვარი?

ქარმან ჩ რ დ ი ლ ო ს მ ა ნ

ყველაზე პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!“.

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ მოწვეული სტუმრის და მოსწავლეების მიმართ სიკეთით და მადლიერებით სავსე სიტყვები წარმოსთქვა.

პოეზიის საღამოს მუსიკალური რედაქტორი გახლდათ ნინო ბიბილური, აქტიური მხარდამჭერი და ორგანიზატორი ირმა კვანჭიანი, დარბაზი მხატვრულად გააფორმა მარი მჟავიამ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება