სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ 17-კაციანი დელეგაცია თურქეთში, მუსიკალურ-სპორტულ ფესტივალზე იმყოფებოდა
22-05-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, წარმატებულ მომავალსა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

სკოლა ახალგზრდებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და პეროფესიონალ პედაგოგებს სთავაზობს. 

ამჯერად, თურქეთში, ქალაქ აიდინში ათათურქისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-სპორტულ ფესტივალზე სკოლის 17-კაციანი დელეგაცია - 13 მოსწავლე და ოთხი პედაგოგი იმყოფებოდა. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მასპინძელი კოლეჯის მოსწავლეების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

„მილენიუმთან“ ერთად მიწველი იყვნენ სტუმრები იტალიის ქალაქ პალერმოდან და ხორვატიიდან. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მთელი კვირა ღონისძიებებითა და ექსკურსიებით საკმაოდ დატვირთული იყო.

„დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე მასპინძელი ოჯახების მხრიდან გამოჩენილმა სითბომ და სიყვარულმა, რომელსაც გრძნობდნენ ისინი მუდმივად.  
დიდი მადლობა digisim  kolegis ადმინისტრაციას ამ ღონისძიებაში ჩვენი მიწვევისათვის და არაჩვეულებრივი მასპინძლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ამ კოლეჯის ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელს - აიშენ ელალმის და მის გუნდს, რომლებიც ამ ღონისძიების სულუსჩამდგმელნი არიან. მადლობა ასევე ჩვენს ხორვატიელ და იტალიელ მეგობრებს თანამშრომლობისა და სიყვარულისათვის. გვიხარია, რომ ჩვენი სამეგობრო წრე ფართოვდება. ოქტომბერში ჩვენი მასპინძლობის დროა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება