სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იბრძოლეთ, გაბედეთ და იარეთ მხოლოდ წინ “- ვერნების საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
23-05-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი - ზურაბ აბაშიძე ემოციურად დაემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.

„გილოცავთ! სკოლის დამთავრება დასამახსოვრებელი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ ტოვებთ მშობლიურ სკოლას და ყველაფერი, რაც გელით ზრდასრულ ცხოვრებაში, ახლა  მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ყოველთვის სითბოთი  გაიხსენოთ თქვენი სკოლის წლები, სკოლის მეგობრები. გისურვებთ, სწორი არჩევანის გაკეთებას და გზას, რომელიც დაგეხმარებათ დაეუფლოთ საყვარელ და აუცილებელ პროფესიას - დაგეხმაროთ, გადალახოთ ყველა წარუმატებლობა დაბრკოლება და მიიღოთ ის  სარეგებელი, რომლისკენაც ახლა მიისწრაფვით, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი, იბრძოლეთ, გაბედეთ და იარეთ მხოლოდ წინ და არასოდეს დაიხიოთ უკან“,- წერს სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება