TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვალში ვართ თქვენთან - მასწავლებლებთან, დირექციასთან“- ბათუმის N28 სკოლას მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ
22-05-2023
-
+


ბათუმის N28 საჯარო საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებული საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

ამ მნიშვნელოვან დღეს კურსდამთავრებულმა - ლანა ვარშანიძემ სიტყვა მიუძღვნა. მან საკუთარი განცდები და ემოციები გადმოსცა - ცხოვრებაში სკოლის, დირექტორის, დამრიგებლის, მასწავლებლებისა და კლასელების როლზე დაწერა და ყველას მადლობა გადაუხადა.

„პატარა, მეხუთეკლასელი ლანა ფიქრობდა, რომ უკვე დიდი გოგო იყო და სკოლას სულ რაღაც შვიდ წელში დაამთავრებდა, თუმცა ეს შვიდი წელი იმენად ბევრი ჩანდა, რომ ფიქრიც ეზარებოდა. რეალურად, ძალიან მალე გაიფრინა ამ სილამაზით სავსე თორმეტმა წელმა, გაიფრინა და დატოვა უამრავი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება, დატოვა ადამიანები, რომელთა დაკარგვა და მათ გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია, დატოვა იმედი იმისა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და დატოვა სინანული წარსულისა.
არაფერი მეთქმის, გარდა მადლობისა, ვალში ვართ თქვენთან, მასწავლებლებთან, დირექციასთან, იმისთვის, რომ შეძელით და მოახერხეთ, გაგეკვალათ ჩვენთვის გზა ამ თორმეტი წლის განმავლობაში. მადლობა ჩვენს საყვარელ დამრიგებელს და მეგობარს, თანამოაზრეს ესმა ჭურკვეიძეს. მისი შემართება და ძალა გვაბედნიერებდა, გვაძლევდა სტიმულს, ძალას გადაგველახა ყველა მცირე დაბრკოლება. ადამიანისთვის რთულია იყო მშობელიც, მეგობარიც, მასწავლებელიც, თუმცა ამ სირთულის ალბათობა ჩვენში ესმა მასწავლებელმა გააქრო. ქალბატონი ესმას დახმარებით, მოვედით აქამდე 2023 წლამდე და ვამაყობ, რომ აქ ვდგავარ და ჩემი სკოლაში ყოფნის ბოლო წუთებში ვიხდი მადლობას, გიხდით მადლობას თქვენ.
 
არ შემიძლია დავივიწყო ჩვენი სათუთი, კრეატიული თამილა ცეცხლაძე. მისი მხიარული და ღიმილით აღსავსე ბუნება. დაუვიწყარია მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე, ის იყო ქალბატონი, რომელმაც მიგვიღო სათუთი გულით და თავის კალთაში გამოგვზარდა. გვაჩვენა ჩვენი პირველი გზა, კალაპოტი. გვასწავლა არსებობის ის აუცილებელი ატრიბუტები, რომლებმაც დაგვეხმარეს გაგვევლო ეს ხანგრძლივი, თუმცა ბედნიერი წლები. ის არის ჩვენი პირველი აი ია, ჩვენი პირველი შეძენილი დედა, ჩვენი პირველი უფროსი მეგობარი, პირველი მაგალითი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად მიყვარხართ და გაფასებთ.
 
ბევრ კარგთან ერთად იყო ბევრი ცუდიც, დაშვებული შეცდომების საკუთარ თავთან პატიება კი ჩვენი დირექტორის, ქალბატონი ეთერ ჩხეიძის, საშუალებით მოვახერხეთ. არ იქნებოდა ეს ბილიკი რომ არა თქვენ. იყო საყვედურები, იყო შემოძახილები, ხუმრობები, დათმობები, პატიებები ყველაფერმა ამან კი გაგვილამაზა სკოლაში გატარებული ყოველი წამი.
 
და, აი, ასე უცებ სკოლის დამთავრების სურვილი თვალის დახამხამებაში გაქრა. აქ ვდგავარ და ვგრძნობ, რომ ჩემს დიდ ნაწილს ვტოვებ, აქ ვდგავარ და ვფიქრობ, რომ ამ ჭიშკრების იქეთ  რთული იქნება, მე აქ ვდგავარ და მეშინია, არ ვიაზრებ ფაქტს, რომ ამ ჩვენს პატარა სახლს ვტოვებ და მივდივარ ისე თითქოს მზად ვიყო ამისთვის. თუმცა სკოლამ მასწავლა, რომ ყველა სირთულეს გადალახავ თუ გექნება თანადგომა, შემართება და მიზანი. მომემატრება დაფა და ცარცი, მოსარწყავი ყვავილები, ხრიკები, წიგნების სკოლაში დაბრუნება, გადაწერის მცდელობები, წლის პირველი დღე, ბოლო დღის ხალისი, ეზოს სუსხი, ხმაურიანი დარბაზი, საჭორაო ფანჯარა და, რაც მთავარია, თქვენ. თქვენი ოჯახური გარემო და განწყობა. გემშვიდობებით, დიდი შემართებით ახალი გამოწვევებისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის N28 საჯარო სკოლა აღზრდის ბევრ სხვა საამაყო მოსწავლეს და დაიპყრობს მწერვალებს. უსაზღვრო წარმატებები თქვენ...
გმადლობ!“,- წერს კურსდამთავრებული ლანა ვარშანიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება