სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-12 კლასელთა ემოციური და შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“
22-05-2023
-
+


ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში „ბოლო ზარი“ დაირეკა.

საგანმანათლებლო ცენტრის მოქმედ ტაძარში სულიერმა მოძღვრებმა პარაკლისი აღავლინეს და ცხოვრების დიდ გზაზე 2023 წლის კურსდამთავრებულები ასე გააცილეს.

„მიდიხართ და ვიცით, რომ ეს ლოცვა-კურთხევა საგზლად გაგყვებათ, დაგეხმარებათ და შეგეშველებათ ცხოვრების რთულ გზაზე... ისევ ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, მოსწავლე-მასწავლებლის გაზიარებული სევდანარევი სიხარული, დიდი ჟრიამული ჩვენს გიმნაზიაში. უამრავი კეთილი სურვილი, რწმენა და დიდი იმედი იმისა რომ ჩვენ თქვენთან ერთად გამოგვივიდა:

რომ თქვენ გესწავლათ, გეწამათ:

ენა, მამული, სარწმუნოება“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

სკოლაში ერთმანეთს სხვადასხვა ემოცია ცვლიდა. იყო ბევრი სიხარულისა და სევდის ცრემლი. „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მე-12 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.

მათი კლასის დამრიგებელი ანნა გორგასლიძე გახლავთ, რომელმაც მოსწავლეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

„თქვენ ჩვენი გიმნაზიის მე-14 გამოშვება ხართ! გიმნაზიელობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა თან დიდი პრივილეგია. გვჯერა, რომ თითოეული თქვენთაგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს. გილოცავთ გიმნაზიის დასრულებას და დაგილოცავთ მომავლის გზას!“

„სიყვარულის საღამო“ - ასე მოიხსენიებენ გიმნაზიაში „ბოლო ზარის“ ღონისძიებას.

მე-12 კლასის მოსწავლეებიც ასევე შთამბეჭდავი ღონისძიებით გამოემშვიდობნენ სკოლას.

მათ ღონისძიებაზე სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, იცეკვეს, იმღერეს.

მათი დამრგებელი ნატო მჟავანაძე გახლავთ, რომელმაც „ბოლო ზარზე“ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

„გილოცავთ გიმნაზიის დასრულებას, ვულოცავთ თქვენს მშობლებს!

ხანგრძლივი, ღირსეული და ბედნიერი გზა თითოეულ თქვენთაგანს!

გვიყვარხართ!

გვეიმედებით!

გვეამაყებით!

უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!“, - ამბობს დამრიგებელი.

დღე ემოციური, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება