| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავ და საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს - მიზნების მიღწევა და ოცნებების ახდენა უსურვეს.
მათ სკოლის ეზოში საინტერესო, საზეიმო ღონისძიება დადგეს. იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი სანახაობა უჩვენეს.
მეთორმეტეკლასელებმა ასევე პედაგოგების ამაგი აღნიშნეს, რომლესაც მათ განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
სკოლაში ემოციების „ზღვა“ იყო - ბედნიერების, სიხარულისა და ამავდორულად სევდის.
მეთორმეტეკლასელებს „ბოლო ზარზე“ მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
მათ ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვეს.
ასევე, სასკოლო საზოგადოებამ მათ ეს დღე ემოციურად და სიყვარულით მიულოცა.
„დიდი სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ მათ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...