სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-12 კლასელებისთვის საჯანმრთელო პარაკლისი აღესრულა
22-05-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან ცოდნას, ასევე, მათ სულიერ განვითარებაზე, უწყვეტად ზრუნავენ. 

აქ სწავლა ახალგზარდებისთვის წარმატებული მომავლის გარანტიაა, რადგან ისინი სხვადასხვა საგანსა და დარგში შესაშურ განათლებას იღებენ. გიმნაზიაში რამდენადაც მოსწავლეთა მიღება უხარიათ, იმდენად ემოციურია მათთან დამშვიდობება და  „ბოლო ზარის“ დარეკვა - წელსაც ასე მოხდა.

კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, გიმნაზიაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

ამ დღეს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში, მეთორმეტეკლასელებისთვის საჯანმრთელო პარაკლისი აღასრულეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) და გიმნაზიის სულიერმა მოძღვარმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე). მათ დალოცეს და წარმატებები უსურვეს გიმნაზიის კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიასთან გამომშვიდობება კურსდამთავრებულებისთვისაც ძალიან ემოციური იყო, ეს ის ადილია სადაც მათ ცოდნას ჩაეყარა საფუძველი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება