სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალო თაობავ, ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ! -  ჩხორიის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
22-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა, თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს,  პედაგოგების ამაგი აღნიშნეს და მათ ყვავილები მიართვეს.

მათთვის ეს დღე როგორც ბევრი სიხარულის, ასევე სევდის მომგვრელიც იყო. 

სასკოლო საზოგადოებამ მათ ემოციური „გაცილება“ მოუწყო და სურვილების ახდენა უსურვა.

სკოლის დირექტორმა კი მათ „ბოლო ზარზე“ ემოციური სიტყვით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე უამრავი წარმატება უსურვა.

„აი, მოვიდა თქვენი სკოლასთან განშორების დრო, მაგრამ, ალბათ, არ მოსულა თქვენთან დიდი სიხარული... მოვიდა იმ ტკბილ დღეებთან სამუდამო განშორების სევდა და სინანული. თქვენ დატოვებთ მშობლიურ სკოლას, საიდანაც უდიდესი სითბო და სიყვარული მიგყვებათ. თქვენი ცხოვრების პირველ საფეხურს უკვე წერტილი დაესვა. წინ დიდი სარბიელი გაქვთ გადაშლილი.

სკოლაში შეძენილი სიბრძნე ქვეყნის სამსჯავროზე გაგაქვთ. დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დგებით. გილოცავთ იმ თამამი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ახალ-ახალი გამარჯვებების საწინდარი იქნება. მინდა მომავალი დაგილოცოთ, ის მომავალი, რომელზედაც, ალბათ, ხშირად გიხდებათ ფიქრი. თუ ოცნების ყველა ყვავილი ჯერაც არ გაშლილა, ხვალ გაიშლება, მაგრამ არა გაურჯელად, არამედ თავდადებული შრომით. ვიქტორ ჰიუგო წერდა:

„იწამე ყმაო, დღეს თუ არა, ხვალ რომ იქნება,

ან ზეგ...შენ ოღონდ წინსვლის რწმენა ნუ გაგიქრება“. აი, ეს რწმენაა მთებს რომ ძრავს, ახალ გზებს რომ კაფავს, ახალ სიტყვასა და საქმეს მოითხოვს, ეს კი თქვენ გაკისრიათ, ახალო თაობავ! ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.

გფარავდეთ ღმერთი ცხოვრების დიდ გზაზე!

მწამს, რომ თქვენს ცხოვრებას სწორედ სიკეთით, სიმართლით და სიყვარულით დაამშვენებთ... წარმატებებს გისურვებთ...“, - ამბობს დირექტორი, იზოლდა ხვიჩავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება