სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ - ჯგალის თემის საჯარო სკოლაში გრძელვადიანი პროექტი განხორციელდა
22-05-2023
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის - ნატალია შანავას ხელმძღვანელობით, კათედრის წევრებთან: მურმან კვარაცხელიასთან, სოფიო ფაცაციასთან, რუსუდან კვარაცხელიასა და ნატო ნაჭყებიასთან ერთად, გრძელვადიანი პროექტი - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

  • ტესტირებები სამ ეტაპად (1-ელი ტური, მე-2 ტური, ფინალი);
  • მათემატიკური პოსტერების შექმნა;
  • ინტეგრირებბული გაკვეთილი - სპორტი და მათემატიკა („მხიარული სტარტები“);
  • ინტეგრირებული გაკვეთილი ისტ-სა და მათმატიკაში;
  • მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია;
  • მხიარული კონკურსი „ციფრების პაექრობა“;
  • შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტში ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, საინტერესოს და სახალისოდ წარმოადგინეს  - „ციფრების პაექრობა“.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით მონაწილეობდნენ და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ტესტირების ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო პოსტერის ავტორი, მოსწავლეთა კონფერენციის საუკეთესო პრეზენტატორი, „მხიარულ სტარტებში“ გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - აზა შელიამ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება