| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა მეთორმეტეკლასელებს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა კი თავის მხრივ, პედაგოგებს შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ლემშვენიერას საჯარო სკოლის და სრულიად საქართველოს ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ, წარმატებით გადალახოთ ეროვნული და ყველა სხვა გამოცდა, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. ლაღი, საინტერესო და შინაარსიანი მომავალი გქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ღირსეული, თავისუფალი, პატრიოტული და სრულფასოვანი მოქალაქეები შეემატა ჩვენს ქვეყანას. მიყვარხართ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო! ჩვენი სკოლის ათი მარგალიტი გოგონა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“