| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეები წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიას შეუერთდნენ.
როგორც სკოლაში, გვიყვებიან, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებთან, მეცხრეკლასელებმა ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელ თინათინ აბულაძესთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა-პრეზენტაცია ჩაატარეს.
„მოსწავლეებს დაურიგდათ ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო წყლის რესურსების პრობლემის შესახებ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო, რომელმაც მათ ცოდნა შემატა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“