| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები ეკოსკოლების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთნენ, რომელიც პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდა.
სკოლაში ასევე, 15 მაისს, კლიმატის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფლეშმობი გაიმართა.
„პერფორმანსის მეშვეობით, მოსწავლეებმა საზოგადოებას შეახსენეს, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„სკოლა ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს სამოქმედო გეგმით განსახორციელებელ ღონისძიებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული აქციის მიზანი: სასკოლო და სასოფლო თემში გლობალურ კლიმატცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში