სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება გამართეს
11-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა სოფლის ცენტრში მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან,  ფაშიზმზე გამარჯვების დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ სკოლის თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლეები.

„მათ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია და გაიხსენეს სოფლიდან ომში წასული გმირები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს როგორც სომხური, ისე ქართული ცეკვები და სიმღერები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა: აიწემნიკ გასპარიანმა და ელვიდა პეტროსიანმა მოამზადეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

​შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება