| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაცით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია გადაყვანილი, წვეულებაზე მისულმა უცხო პირმა, სავარაუდოდ, „ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა“.
უფრო ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„უნივერსიტეტის ველქამზე რამდენიმე გოგო ცუდად გახდა, ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. პირველკურსელები ჩატებში ერთმანეთს აფრთხილებენ არავის მოწოდებული სასმელი არ დალიონ. პოლიციამ ვიღაცები განყოფილებაში გადაიყვანა”, - წერს ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტუდენტები „ველქამზე“ სავარაუდოდ ნარკოტიკით მოიწამლნენ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ