| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ია ინასარიძემ ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებითა და მათი სასწავლო შემართების ამაღლებით დაიწყო. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული აქტივობები შესთავაზოს და მოსწავლის შრომა და მონდომება ყოველთვის წაახალისოს.
ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, უსაფრთხო გარემოს შექმნა პოზიტიური, მოტივირებული განწყობის ჩამოყალიბება.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მისაღწევ სწავლის შედეგებზე და იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ჩემს მიერ შეთავაზებული აქტივობები თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- თითოეული მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში, დასახული მიზანი მიღწეულია და მოსწავლეები ახალ ცოდნას ხალისით და ინტერესით ითვისებენ.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეების ინტერესის გაღვიძებით, პოზიტიური განწყობით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნის გაზიარებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინტერაქციულ აქტივობებს, თვალსაჩინოებებსა და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი შრომა და წინსვლა ფასდება დადებითად და ხედავს საკუთარ წარმატებას.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- საგაკვეთილო პროცესი არის სხვადასხვა აღმოჩენებით სავსე, წარმატებული და მამოტივირებელი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ ინტერაქციულ აქტივობებს“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ