სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წელი შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა
03-10-2026
-
+


ელექტრონულ ჟურნალში განთავსებული მონაცემების ნაწილი პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს. მათ შორისაა ინფორმაცია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის შესახებ.

დადგენილი წესის მიხედვით, ელექტრონულ ჟურნალში დაცულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ ჟურნალის მომხმარებლებს მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მონაცემებზე წვდომა ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც ელექტრონული ჟურნალის შექმნაში, ტექნიკურ განვითარებასა ან მართვაში მონაწილეობენ.

ყველა მათგანი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რამდენ ხანს ინახება მონაცემები?

წესის მიხედვით, ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ინახება პირის აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, საჯარო სკოლის მოსწავლის გარდა, მონაცემები ელექტრონულად არქივდება და 75 წლის განმავლობაში ინახება.

თუ მოსწავლის სტატუსი შეჩერდა ან შეწყდა, მოსწავლეს ან მის მშობელს ელექტრონულ ჟურნალში საკუთარ მონაცემებზე წვდომა კიდევ ერთი თვის განმავლობაში ექნება.

თუ მოსწავლის სტატუსი შეწყდა, სკოლას მონაცემებზე წვდომა სტატუსის შეწყვეტიდან ხუთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ მონაცემები არქივდება. დაარქივებული ინფორმაცია ელექტრონული ჟურნალის ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

ასეთ მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნებიან განსაზღვრული.

დაარქივებული მონაცემები კიდევ 75 წლის განმავლობაში შეინახება. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაცია წაიშლება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება