სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ ცოდნა ეხმარება რეალური სამყაროს შეცნობაში“ - დაბა მესტიის N2 სკოლის პედაგოგი იამზე გადილია
06-10-2026
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ იამზე გადილიასთვის სასწავლო წელი მოსწავლეთა გულთბილი მიღებითა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით იწყება და ბავშვების მოტივირებით გრძელდება. გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ფიქრობს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე და ყველაფერს აკეთებს რომ ყველა აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. ღიმილი და გულთბილი დამოკიდებულება კი მისთვის სასწავლო მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. 

დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის (III კლასის) მასწავლებელი იამზე გადილია etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- უსაფრთხო და თბილი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად იგრძნობს და მოტივირებული იქნება ახალი ცოდნის მისაღებად.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- ჩემი მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე, თუ როგორ გავხადო სასწავლო მასალა მათთვის თვალსაჩინო,საინტერესო და ადვილად აღქმადი.

- გაკვეთილი, მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, სვამენ შეკითხვებს და გაკვეთილის ბოლოს დამოუკიდებლად შეუძლიათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- ღიმილით, მხიარული მისალმებით და პროვოკაციული/სააზროვნო კითხვით, რომელიც ბავშვებში ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს აღძრავს.

- მოსწავლეებში ინტერესების გასაღვიძებლად ვიყენებ...

- თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, თვალსაჩინოებს, ციფრულ რესურს, როლურ თამაშებსა კომპლექსურ შემოქმედებით დავალებებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- ხედავს, რომ მისი შრომა დაფასებულია, იღებს მხარდამჭერ უკუკავშირს და აღწევს წარმატებას საკუთარი ძალისხმევით.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე ხვდება, რომ ახალი ცოდნა ეხმარება რეალური სამყაროს აღქმასა და შეცნობაში, ხოლო კლასში გამეფებულია თანამშრომლობითი და მეგობრული ატმოსფერო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი პასუხობს

სკოლები

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი პასუხობს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება