სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ათას ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
05-10-2026
-
+


უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსდა, რომ ლექტორებს 10-ათასლარიანი ანაზღაურება უნდა ჰქონოდათ. დღეს, როდესაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად დოკუმენტი უკვე ცნობილია, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ აღნიშნული სახელფასო მაჩვენებელი ერთ წელიწადში ვერ დაფიქსირდება:

„ხელფასებს რაც შეეხება - ეს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და როდესაც ვსაუბრობთ გაზრდილ ხარჯებზე, უფასო სწავლის დაფინანსებაზე, რაც 100 მილიონით იზრდება, გასათვალისწინებელია, რომ შეიცვალა ერთ ბავშვზე გათვლილი ანაზღაურების მოცულობაც - თუ ადრე, ნებისმიერ ფაკულტეტზე, სტანდარტულად იყო 2 250 ლარი, იმ ფაკულტეტსა და სპეციალობაზე, სადაც მეტი ხარჯია, შეიცვალა ერთ ბავშვზე გათვლილი ანაზღაურების მოცულობაც“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ლექტორების ხელფასი, „რაც თავიდანვე გაცხადებული იყო, თავისთავად ერთ წელიწადში შეიძლება ვერ მიიღწევა“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოთხწლიან პერიოდში, როდესაც სრულად გადავა უფასო სწავლებაზე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და დაიწყება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასებიც:

„გამიჭირდება თქმა, რომელ წელს რამდენი იქნება ხელფასი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე, შესაბამისად ყოველწლიურად მოხდება ზრდა, თუმცა ერთ წელიწადში მაქსიმალური თანხა მიღწეული ვერ იქნება“, - დასძინა მან.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება