სიახლეები
სიახლეები

რატომ ბეზრდებათ ბავშვებს სკოლაში და როგორ დავეხმაროთ მათ
14-05-2023
-
+


ბევრი ბავშვი ებრძვის სკოლაში მოწყენილობას. ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ძირითადად, მათ სწავლის მოტივაცია არ აქვთ, ასევე შეიძლება მათთვის რთული იყოს მერხთან დიდი ხნით ჯდომა.

ზოგიერთი ბავშვისთვის საკლასო ოთახში მოწყენა შეიძლება მუდმივი ხასიათის იყოს, რაც სტრესს იწვევს და შესაძლოა, სკოლაში სიარულზე მათ უარი თქვან.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ამბობს, იმისთვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, პირველ რიგში, მოსწავლეთა მოწყენილობის მიზეზი უნდა იპოვონ - რა განაპირობებს მათში ენთუზიაზმის ნაკლებობას.

საინტერესოა, როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა მოსწავლის მოწყენილობის მიზეზი და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მას სწავლის მოტივაცია აუმაღლოს?

1. მათ სჭირდებათ ახალი გამოწვევები:

ზოგჯერ ნიჭიერ მოსწავლეებს სკოლაში ბეზრდებათ, რადგან სასწავლო მასალა არ შეესაბამება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს. მოსწავლეები, რომლებსაც არ სჭირდებათ ბევრი „ინსტრუქცია“ დაეუფლონ ახალ მასალას, ხშირად უჩივიან მოწყენილობას. მათ სჭირდებათ მოტივაცია, რათა გაიმდიდრონ ცოდნა.

2. ისინი სწავლის სტიმულს ვერ ხედავენ:

ნაკლებადმოტივირებული მოსწავლეები კლასში მოწყენილობას უჩივიან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ უკვე იციან ახალი მასალა რასაც ასწავლიან.

ბავშვები ამბობენ: „სკოლა მოსაწყენია, ამიტომ არ ვაკეთებ საქმეს“. ასეთ დროს, ისინი შესაძლოა, ვერ გრძნობდნენ იმ საგნების მნიშვნელობას, რომლებსაც ასწავლიან, მათ შეიძლება არ ესმოდეთ, რატომ სჭირდებათ ამ ინფორმაციის სწავლა.

ნაკლებადმოტივირებული ბავშვი არ ნიშნავს ზარმაცს. ზოგიერთ შემთხვევაში, მოტივაციის ნაკლებობა დაკავშირებულია განცდასთან, რომ ის, რასაც სწავლობენ, არ არის მნიშვნელოვანი   - რომ სწავლის პროცესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის და მათი ცხოვრებისთვის.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ამბობს, არ არსებობს ერთი მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად, ამას კრეატიულობა, მოთმინება, თანაგრძნობა და მოქნილობა სჭირდება.

3. მათ არ აქვთ ურთიერთობა თანატოლებთან ან მასწავლებლებთან (საჭიროა მათთან კომუნიკაცია):

ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ კავშირის დამყარება თანატოლებთან, მასწავლებელთან ან ზოგადად, სასკოლო საზოგადოებასთან შეიძლება სკოლაში მოსწყინდეთ, რადგან თავი იგრძნონ იზოლირებულად - თითქოს სკოლას არ ეკუთვნიან, ან არ არიან მიღებულნი. მათ შესაძლოა იფიქრონ, რომ არც საგაკვეთილო პროცესში უნდა ჩაერთონ და არც დახმარება უნდა  სთხოვონ ვინმეს.

4.  მათი უნარები საჭიროებს გაძლიერებას:

ყველა მოსწავლემ, ახალი მასალის თანაბრად ათვისება შესაძლოა ვერ შეძლოს. ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომები სჭირდებათ.

5. აუცილებელია კითხვების დასმა:

მოსწავლეთა წახალისება მნიშვნელოვანია. ჰკითხეთ დეტალები - თუ რისი სწავლა და გაკეთება ურჩევნიათ გაკვეთილზე, რა მიაჩნიათ მოსაწყენად და რა არა.

რა შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო გამოწვევა.
კითხვები: „ზოგადად, მოგწონთ თემა?“, „რა აღმოჩნდა დამაბნეველი?“, „იყო რამე, რაც მოგეწონათ დავალებაში?“

ასეთი საუბრებით მათი ინტერესებისა და მოტივაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებთ და რაც მთავარია, მათი მოწყენილობის საფუძველს გაიგებთ.

როგორც კი გაიგებთ რა არის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები და დაიწყებთ მათ მოგვარებას, მოსწავლე უფრო მეტად გახდება ჩართული და ნაკლებად მოწყენილი სკოლაში.

6. აქტიურად ჩართეთ ისინი საგაკვეთილო პროცესში:

კლასში ჩაატარეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ყველა მოსწავლეს დააინტერესებს. მათთან ერთად მოიფიქრეთ სახალისო და საინტერესო დავალებები. მათი თითოეული ქმედება და მონდომება წაახალისეთ და მიეცით მათ მოტივაცია.

ისეთი დავალებები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს მათ პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს და თავს მნიშვნელოვან პიროვნებებად აგრძნობინებთ. ასევე, სასწავლო პროცესში გამოყენებული ვიზუალური მასალები მოსწავლეებს სწავლის წყურვილს უღვიძებს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია მათი მოწყენილობის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა. ესაუბროთ თქვენს მოსწავლეს - აუცილებელია, რომ შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში, თუ ნამდვილად გესმით და სერიოზულად მიიღებთ მათ პრობლემებს - რა ხდება და რას გრძნობენ ისინი სკოლაში მათ ნდობას მოიპოვებთ.

ნაჩქარევი დასკვნების გამოტანამდე აუცილებელია გაიგოთ, რას ამბობს ბავშვი სინამდვილეში, როდესაც ამბობს: „მოწყენილი ვარ სკოლაში“, აცილებელია თან განამრტონ, რას გულისხმობენ.

როგორიც არ უნდა იყოს გამომწვევი მიზეზები, მათ სჭირდებათ დახმარება, რათა დაინტერესდნენ თავიანთი სასკოლო საქმით.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება