სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავლის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კოლეჯს ესტუმრნენ
08-05-2023
-
+


ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთი თემატური პროექტი, ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, პროექტის - „მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა“ დასკვნით ეტაპზე მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ ესტუმრნენ.

მათ პრეზენტაცია კოლეჯის ფუნქციონირების, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის პერიოდის, კოლეჯში მიღების წინაპირობების, დასაქმების არეალისა და სხვა საკითხების შესახებ მოისმინეს. გარდა ამისა, დაათვალიერეს აუდიტორიები, პრაქტიკის განყოფილება, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი.

მოსწავლეები ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს, მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. პროექტის - „მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა“ ავტორი მათემატიკის მასწავლებელი თამარ ლილუაშვილია.

„სამშენებლო კომპანია „კონსტრუქტ2-ს“ დიდ მადლობას ვუხდით ნაყოფიერი და კარგად ორგანიზებული მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება