სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სასწავლო ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ
08-05-2023
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სოფელ მერისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან ერთად, სასწავლო ექსკურსიით თბილისში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯგუფი საქართველოს პარლამენტს, კერძოდ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს ეწვია. ჯგუფს ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ოკუპაციის დარბაზის მიმართ და გამოთქვეს სურვილი, მოაწყონ „ერთი დღით მუზეუმი სკოლაში“, სადაც საბჭოთა ყოფა-ცხოვრების არტეფაქტებით კიდევ ერთხელ მოუყვებიან თავიანთ თანატოლებს ისტორიას, რომელმაც ცივილიზებულ სამყაროს დროებით დააცილეს.

„ჯგუფი სხდომათა დარბაზში დაესწრო პლენარულ სესიას, სადაც განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი წარადგენდა პირველი მოსმენისთვის კანონპროექტს პირველკლასელთა ასაკობრი ზღვარის ცვლილების შესახებ (სიმბოლურად დაემთხვა, რაც აღნიშნა კიდეც საპარლამენტო ტრიბუნიდან მისალმებისას ქალბატონმა თამარმა). ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილეს ქალბატონ ირინა შამილაძეს, რომელმაც მოზარდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და მოუყვა ალიანსის შექმნის/ განვითარების ისტორია. ისაუბრა ნატოს მიზნებსა და საქრთველოსთან ურთიერთობის შესახებ. დასასრულს მოსწვლეებთან შედგა მცირე დისკუსია: რატომ ევროპა? და რისკენ მივისწრაფით ჩვენ?...
სკოლის სახელით, განსაკუთრებული მადლობა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მზიური შავაძეს მონდომებისთვის, თავდაუზოგავი შრომისათვის, რომელსაც დებს ყოველი მოსწავლის ფუნქციურ-კომპონენტური უნარების განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება