| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლა არაერთ საინტერესო და შემეცნებით პროექტში ერთვება.
ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბურ კონკურსში - „სააღდგომო ტრადიციები“, მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი English Book Education-მა Macmillan Education-თან ერთად ინგლისური ენის პედაგოგებს შესთავაზა. მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, გაკვეთილზე პოსტერები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებაში პრეზენტაციები წარადგინეს.
კონკურსში მონაწილეობდა 300-მდე სკოლა, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული გალავნის საჯარო სკოლა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ გუბელაძე გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელს და მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ