სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოდიშის N1 სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები განახორციელეს
08-05-2023
-
+


ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, მათ აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, როგორ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში.

ისინი ასევე ეწვივნენ თექის სახელოსნო „იალაღს“, სადაც დაესწრნენ მასტერკლასს.

„ისინი აკვირდებოდნენ როგორ მზადდება თექისგან (სველი და მშრალი დამუშავება) სააღდომო ნაკეთობები (კალათა, კვერცხი). ასევე მონაწილეობნდნენ აღნიშნულ ნივთების დამზადებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შემდგომ კი სკოლაში სააღდგომო თემატიკაზე იმუშავეს. სხვადასხვა მასალით შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და მოაწყვეს სააღდომო გამოფენა - გაყიდვა. 

მათი მიზანი იყო, შემოსული თანხით მწვანე ნერგების ყიდვა და სკოლის ეზოს გალამაზება.

პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ანჟელა ჩუბინიძე.

აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება