სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეები ინგლისურენოვან ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-05-2023
-
+


ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი English book education-ის პროექტში ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ პროექტში შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, რისთვისაც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენ, „ფარნავაზელები“ არ ვკარგავთ დროს და მივიწევთ წინ, უკეთესი შედეგისკენ!“ -აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და მათი მიღწევებით ამაყობს. 

„ემოციებში ვარ, ვფიქრობ, როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია სიტყვებად... ბედნიერი ვარ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საჯაროდ ჩვენს მეგობარ კომპანიას English book-ს თანამშრომლობისთვის, მადლიერებისთვის ჩემს გონიერ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რადგან კიდევ უფრო აქტიურად, გულმხურვალედ მუშაობენ და გვიწყობენ ნაბიჯებს, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა დავალებასა და მითითებას. განა ამაზე დიდი ბედნიერება რა არის მასწავლებლისთვის, როცა შენი შრომის შედეგს მოსწავლის ცოდნაში ხედავ!.. კიდევ უფრო მიათმაგდება ემოცია, როცა თქვენი მშობლების მადლიერების შეტყობინებებს ვიღებ!.. ეს ის არის, რაც სამყაროს გადაარჩენს! ჩემო საყვარლებო, თქვენ ჩემთვის სტიმული ხართ!.. თქვენი ცოდნა ჩვენი სკოლისათვის გემრიელი ნაყოფია!.. ერთად ყველაფერს შევძლებთ!.. მეამაყებით მიხარიხართ!“, - დასძენს მასწავლებელი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება