| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება, მათ შორის აღსანიშნავია, ქართული ენასა და მისი დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის კვირეული გაიმართა, რომელშიც მე-3 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
კვირეულს, პედაგოგები: ქეთევან ქირია და ეკა ჯიქია ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა.
მოსწავლეებმა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს, სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის გმირები და დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ, რომელსაც ესწრებოდნენ: თემისა და სკოლის საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ქართული ენა, ჩვენი უდიდესი საუნჯეა, უძველესი და უტკბესი, განსაკუთრებული მადლით მოსილი, რომელსაც განსაკუთრებილი მოფერება, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება“,- ეს ფრაზა ღონისძიებას ლაიტმოტივად დასდევდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა