სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძენწმანის საჯარო სკოლის ანსამბლი „სხივი“ ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე წარმატებით წარდგა
05-05-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება, შესაბამისად, პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

სკოლაში ფუნქციონირებს ანსამბლი „სხივი“. ანსამბლში ჩართული მოსწავლეები სკოლის სასახელოდ არაერთ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ. 

3 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი გაიმართა.

ოლიმპიადა მიზნად ისახავდა, ტრადიციული ხელოვნების - ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვით წარმოეჩინა ახალგაზრდა თაობა. 

ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის ანსამბლმა „სხივმა“. 

მუსიკის მასწავლებელმა - ირმა ბეჟანიძემ აღნიშნულ ოლიმპიადაზე წარადგინა სკოლასთან არსებული ანსამბლი „სხივი“.

პატარების მიერ შესრულებულმა სიმღერამ - „ანაბანა“ დაიმსახურა მხურვალე აპლოდისმენტები  და გულშემატკივრების სასიამოვნო კომენტარები.

„პატარა მონაწილეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა მსმენელებისგან, ბავშვებმა ამ კუთხით დიდი გამოცდილება მიიღეს, მათი შესაძლებლობები წარმოაჩინეს სასკოლო ცხოვრების გარეთ ფართო აუდიტორიის წინაშე. მოისმინეს სხვადასხვა ანსამბლების მიერ შესრულებული ნომრები, მადლობას ვუხდი ანსამბლის წევრებს თამამად შესრულებული ნომრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება