სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ
29-08-2016
-
+



“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე” – ამის შესახებ განათლბის მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ, შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს, ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხეც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანი ექნებათ, ატარონ თუ არა წიგნი სკოლაში.

“ვმუშაობთ მიცროსოფტ-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს, ელექტრონული წიგნებით უნდა თუ არა, მისმა შვილმა ისარგებლოს . ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, აუცილებელად, ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ბევრ ქვეყანაში, მშობლები წყვეტენ, რომ სახლში აქვს ბავშვს ქაღალდის წიგნები, მაგრამ სკოლაში არ დაატარებს ამ წიგნებს და აქვს კომპიუტერი ან ტაბლეტი, ან რაიმე საკითხავი მოწყობილება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება