| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სამგორის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში დაწყებით კლასებში კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები მოეწყო.
ასევე სკოლაში გაიმართა კედლის გაზეთების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც 1-ელი კლასის გაზეთმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა გაზეთმა გაიმარჯვა რაიონის მასშტაბით მოწყობილ კონკურსშიც. 1-ელ კლასს ნინო თეგეთაშვილი ხელმძღვანელობს.
კვირეული დაასრულა სკოლის VII კლასის მოსწავლეების მიერ მოწყობილმა მუსიკალურ-ლიტერატურულმა კომპოზიციამ - „ქართული ქართველთ რწმენაა“.
ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე შექმნილი სპექტაკლი - „იყო და არა იყო რა“ წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვროდ მადლობის სიგელები გადაეცათ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო