სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბროწეული, ლიმონი, მანდარინი... კიდევ რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე - მიხეილ ცაგარელი იღბლის მოსაზიდად რიტუალს გვასწავლის
24-12-2025
-
+


მალე 2026 წელი შემოაბიჯებს და ყველას აინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე - როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს. 

ალბათ ყველას გახსოვთ 2025 წლის დადგომამდე, ლამის ნახევარი მოსფლიო მაგიდის ქვეშ რომ შეიმალა და ყურძნის მარცვლებს ჭამდა; საინტერესოა, წელს რა უნდა მოვიმოქმედოთ იღბლის მოსაზიდად? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რამნდენიმე რჩევას გვიზიარებს:

„აღმოსავლური ჰოროსკოპით, ცხენის წელი, რეალურად, 17 თებერვალს შემოდის. ტრადიციულად, ახალმთვარეობის დროს შემოდის ხოლმე. მაგრამ, ახლა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვა. ამიტომ, რთული დღეა. დადებითი წელი იქნება, მაგრამ არა მსუბუქი. როდესაც წელიწადი მზის დაბნელების დროს იწყება, მას აუცილებლად ექნება გარკვეული სირთულეები, გარკვეული აგრესია. 

დავიწყოთ ფიგურებით. 31 დეკემბერს ორი ფიგურა უნდა გვქონდეს. გველის წელი 17 თებერვლამდე გაგრძელდება, ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ - გველის ფიგურა მაგიდაზე უნდა იყოს, მის გვერდით კი - ცხენის ფიგურა. 

გველის ფიგურას წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი, ცხენის ფიგურას - ცოტა თივა (თუ გვექნება) კარგია ვაშლი; ცეცხლის სტიქია შემოდის, ამიტომ სანთელი აუცილებლად უნდა გვქონდეს. სტიქია წითელ ფერს გვაძლევს - წითელი და წითელი ფერის ყველა კომბინაცია, ასევე ყვითელი, ოქროსფერი - ეს პირველი და უმთავრესი ფერებია. მერე შეიძლება, დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი ტონები, ასევე მწვანე. 

მთავარი ფერი წითელია, ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოებშიი, გნებავთ, ტანსაცმელსა თუ სუფრის აქსესუარებში ეს ფერი დომინირებდეს.

სუფრაზე კი სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, ლიმონი, მანდარინი. საერთოდ, აღმოსავლეთში მანდარინის ხე მათი ნაძვის ხეა. მანდარინის ხის ტოტები, თუნდაც, ხელოვნური იყოს, უკვე კარგია, წარმატებას იზიდავს. ეს არის ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოები. ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, იგივე ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია. ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს.

ფიგურებს შორის სანთელი უნდა ავანთოთ. ახალი წლის დადგომამდე, ნახევარი საათით ადრე, ჯერ წინა წელს მიაგეთ პატივი, ახალი წელი რომ დადგება, სანთელი კვლავ უნდა გვენთოს (1 სანთელი უნდა გვენთოს). ერთმანეთს რომ მივულოცავთ, ამის შემდეგ დრო იხელთეთ და სანთელს ერთი განსაკუთრებული, საკრალური სურვილი სთხოვეთ. ცეცხლის ენერგიაა, ამიტომ ესაუბრეთ მას. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვური სათამაშოა. ძალიან ძლიერი ენერგიები მიდის.

ფინანსური ბარაქისთვის: რკინის 1-ლარიანი გვქონდეს, რომელსაც ზუსტად სანთელსა და ცხენისა და გველის ფიგურებს შორის ვდებთ. მას შემდეგ, რაც სანთელს საერთო სურვილი ჩაუთქვით, გაქვთ საშუალება, ერთი ფინანსური სურვილი ჩაუთქვათ.

გარდა ამისა, სუფრაზე თეფშის ქვეშ ოჯახის თითოეულმა წევრმა ასევე შეიძლება, 1-ლარიანი ჩადოს. ამ დროს ჩაუთქვით, რაც გინდათ მოხდეს და ის 1-ლარიანი გაცილებით მეტი თანხის მომტანი გახდეს. იმ 1-ლარიანს, რომელიც სანთელთან დევს, ასევე იმ 1-ლარიანს, რომელიც თქვენი თეფშის ქვეშაა, დილით აიღებთ, ჩაიდებთ საფულეში და მთელი წელი ატარებთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახალი წლის დადგომის შემდგომ, შეგიძლიათ, თქვენი სურვილები ჩამოწეროთ - რა გინდათ, რომ მოხდეს. თუმცა, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 დეკემბერი, გველოდება. 21 დეკემბერს სამყაროში პორტალი იხსნება, ძალიან დიდი ენერგია მოდის. ზამთრის მზებუდობაა. ამ დღესაც შეგვიძლია, სურვილები ჩამოვწეროთ, თუმცა შეგვიძლია, ეს 31 დეკემბერს, 1-ელ იანვარს რომ გადავალთ, ამ დროსაც გავაკეთოთ. ოღონდ სურვილები იწერება ისე, თითქოს, ეს შენ უკვე გაქვს. „მე მინდა“ - არა.  სურვილს ახლანდელ დროში ვწერთ. ჩამოწერეთ და ფურცელი მომავალ წლამდე შეინახეთ. თუ თქვენ ასეთი სურვილები წინა წელსაც გაქვთ დაწერილი, სანამ დადგება ახალი წელი, ის უკვე უნდა დაიწვას და ახალი შეიქმნას.

ნებისმიერი კერძი გამოიყენეთ. ცხენს პრობლემა არ აქვს. თუ ეგზოტიკური გნებავთ, ხილი, ბოსტნეული ძალიან უყვარს. მთავარია, სუფრაზე არ იყოს ცხენის ხორცი, რომელსაც ზოგჯერ მოტყუებით, როგორც სხვა ხორცს, ისე  ყიდიან... 

ასევე ნალი ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე სახლთან ჰქონდათ და გარემოს ავი თვალისგან იცავდნენ. ადრეულ პერიოდში, როდესაც ადამიანი ავად ხდებოდა, სადაც იწვა, უკან, ნალს მიაჭედებდნენ და ძალიან მალე გამოჯანმრთელდებოდა. ნალი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. იქ, სადაც ცხენის ფიგურა გვაქვს, ნალი დავდოთ. თუ გადმობრუნებულ მდგომარეობაში დადებთ ან დაკიდებთ, მთელი თქვენი ხვავი წავა. თუმცა, გადმობრუნებულ მდგომარეობაში ნალი სულიერ სიმშვიდეს განაპირობებს. ამიტომ, ორი ნალი შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

რადგან ძალიან აქტიური ცხენის წელი მოდის, ახალ წელს აქტიურად უნდა შევხვდეთ. მხიარულება, ცეკვა, იუმორი კარგია, მაგრამ ზედმეტი სროლა - არა. არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხითაა ეს გასათვალისწინებელი, არამედ იმიტომაც, რომ ცხენს ეშინია... 

ეს რიტუალები წინა პლანზე გადმოვიტანოთ, რომ დადებითი ენერგია შემოვიტანოთ. ასეთი რიტუალებით მომავალი წლის მასპინძელს პატივს ვცემთ. მერე ისიც შესაბამისად მოგვეპყრობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

ბაღებში პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა და ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური ოდენობა

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს

 

ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში არიან - ანრი ჭანტურია, დიტო ჭანტურია, ლუკა კუჭავა, ლუკა ჟვანია, დიმა პარკაია

სკოლაში მადლობას უხდიან თეატრალურ დასს დაუვიწყარი ემოციებისა და ლამაზი დღისთვის

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება