სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე
23-12-2025
-
+


2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა გამოქვეყნდა და უკვე ცნობილია, რომ ძირეული ცვლილება შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას. ნაწარმოებები, რომლებიც 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში აღარ გვხვდებოდა, წელს კვლავ დააბრუნეს. მათ შორის პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედება, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“, ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი „გოჩა“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ილია ჭაქვჭავაძის „ბედნიერი ერი“... აბიტურიენტებს ასევე მოეთხოვებათ „ჰაკი აძბასა“ და „სამანიშვილის დედინაცვლის“ ცოდნა (აღსანიშნავია, რომ ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ წლებია საგამოცდო პროგრამაში აღარ ყოფილა).

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები ისტორიის ტესტში

2026 წლის ქართული ენის საგამოცდო პროგრამაში დაბრუნებული ნაწარმოებების ჩამონათვალი:

ალექსანდრე ჭავჭავაძის  „გოგჩა“;

გრიგოლ ორბელიანის „საღამო გამოსალმებისა“ და „პასუხი შვილთა“;

ნიკოლოზ ბარათაშვილის „არ უკიჟინო სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“;

ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „პასუხის პასუხი“, პოემები: „განდეგილი“, „აჩრდილი“;

აკაკი წერეთლის „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“;

ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასო“; პოემა „ბახტრიონი“, პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“;

პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“;

პაოლო იაშვილის „პოეზია“;

გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.

გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“: „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“; „ლეონის თავგადასავალი“. იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი დიდვაჭარი“, „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;

დავით გურამიშვილის „დავითიანი“: „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება“, „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამიშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.

ქართული ენისა და ლიტერატურის სრული საგამოცდო პროგრამა იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება