სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ნეიროგანვითარების ცენტრი ვაკანსიებს აცხადებს
24-04-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ნეიროგანვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. სპეციალური მასწავლებელი 3 ადგილი;

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პედაგოგი 5 ადგილი;

3. ფსიქოლოგი 3 ადგილი;

4. ლოგოპედი 2 ადგილი;

5. ქცევის თერაპევტი 3 ადგილი;

6.ნერვოპათოლოგი 1;

7. პედიატრი 2 ადგილი;

7.ბავშვთა და მოზარდთა მასაჟისტი 3;

8. ადმინისტრატორი1 ადგილი;

9. დაწყებითი კლასის მასწავლებელი 2 ადგილი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატი, ბავშვებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება.

ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება.

შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით.

ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება.

ბავშვის პირადი საქმის წარმოება.

საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება.

ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში.

ბავშვის უფლებების ადვოკატირება.

სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის მენეჯერთან და ორგანიზაციის დირექტორთან.

სპეციალისტები მუშაობისას იხელმძღვანელებენ ნეიროგანვითარების ცენტრში არსებული მეთოდოლოგიით.

მოთხოვნები:

ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;

ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა;

მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება;

ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

პროფესიული განვითარების სურვილი;

მიღწევის მაღალი მოტივაცია;

შრომისმოყვარეობა;

ენერგიულობა;

კომუნიკაბელურობა;

გუნდური მუშაობის პრინციპი;

ლიდერული უნარ-ჩვევები;

დროის კარგი მენეჯმენტი;

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: pedagogtaerovnulicentri@gmail.com

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადა: 2023 წლის 1-ელ მაისამდე.

სარეკლამო მასალა®

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება