სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
27-04-2018
-
+


მულახის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, რაც მოსწავლეების მოტივაციასა და თვითრეალიზაციის ხარისხს აამაღლებს.   

სკოლაში არაფორმალური განათლების მთავარი მიმართულებაა კლუბური მუშაობა.

სკოლაში რამდენიმე კლუბი ფუნქცინირებს. გთავაზობთ მათ: 

ეკოკლუბი „მწვანეები“ (ხელმძღვანელი-სალომე ფურცხვანიძე) - კლუბი უკვე ორი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“-ში იღებს მონაწილეობას და უკვე ორჯერ მიიღო მწვანე სკოლის სტატუსი. წელს 730 სკოლიდან მულახის საჯარო სკოლა ქულების დაგროვების პრინციპით საუკეთესო ათეულში მოხვდა და მიიღო ნახევარფინალური ტურის საგზური, ასევე წარმატებული გამოდგა ნახევარფინალი და საჩუქრებთან ერთად ბავშვები გადავიდნენ ფინალურ ტურში.

მულახის საჯარო სკოლა გახდა 2018 წლის პარლამენტის რჩეული სკოლა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან, ბატონ კახა კუჭავასგან მიიღო საჩუქარი იშვიათი ჯიშის ხე-მცენარე „ფიკუს ბენჟამინია ეგზოტიკა“. მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ წიგნებით და 10 დღიანი ბანაკის საგზურით ზღვისპირა კურორტზე. 

მკითხველთა კლუბი „ბიულბიერი ბავშვები“ - კლუბის ხელმძღვანელი მანანა მიქავა გახლავთ ავტორი პროექტისა „მოვიშინაუროთ წიგნები“. პროექტმა მოიცვა ზემო სვანეთის თითქმის ყველა სკოლა და მულახის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს, 23აპრილს გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრა 12 სკოლა. საბაზო კლასებს შორის გამარჯვება მოიპოვა ყარს-გურიშის საჯარო სკოლამ, ხოლო მაღალკლასელთა შორის გამარჯვება მულახის სკოლას ხვდა წილად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს უამრავი საინტერესო წიგნი და გამართეს პრეზენტაციები.

ბიზნეს კლუბი - კლუბი ახორციელებს ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამებს მოსწავლეებთან ერთად და უზრუნველყოფს მათ ფინანსურ წიგნიერებასა და საზოგადოებრივი უნარების განვითარებას.

კინო კლუბი - კლუბმა აიღო ორი ძირითადი მიმართულება, სასკოლო თემატიკაზე გადაღებული კინოფილმებისა და მხატვრულ ლიტერატურაზე შექმნილი ფილმების ჩვენება. კინოჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია და აზრების შეჯერება.

ასევე, მულახის საჯარო სკოლამ სასწავლო ბადეში ჩაუშვა ახალი საგანი „სამეწარმეო საფუძვლები“, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ მინიკომპანიის შექმნას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. პირველივე სასწავლო წელი წარმატებული გამოდგა და მოსწავლეთა მინიკომპანია „ჩაფრასტი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ერთადერთი აღმოჩნდა თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრიში მინიკომპანიების კონკურსზე მიწვეულ სკოლათა შორის და მიიღო სიგელი სამეწარმეო სწავლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სამომავლოდ, მულახის საჯარო სკოლა გეგმავს მონაწილეობა მიიღოს რეგიონის შიდა და გარე კონფერენციებში, კონკურსებში, აქტიურად ჩაებას საკლუბო და საწრეო სამუშაოებში, შეინარჩუნოს მწვანე სკოლის სტატუსი, ჩაებას სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურებში. 

იხილეთ ფოტოები და თანდართული პრეზენტაცია

მულახის საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება