სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღურტის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ
10-04-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტუმრად იმყოფებოდნენ. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ დიმიტრაძე, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძე, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირმა შავაძე და ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლესი საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. 
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საინტერესო კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. ისინი ღონისძიების მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

„დიდი მადლობა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძეს მასპინძლობისთვის, ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხებისთვის, გულისხმიერებისთვის. წარმატებას გისურვებთ მუნიციპალიტეტში წარმატებულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება