სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს 82 აპლიკანტი შეირჩა
27-04-2018
-
+


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, 104 განაცხადი შევიდა და აქედან მხოლოდ 82 შეარჩიეს. 

აპლიკანტთა შორის 72 ქალია, ხოლო - 10 მამაკაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი. მათივე ინფორმაციით, წელსაც თბილისი ლიდერობს 29 განაცხადით, მეორე ადგილს კი, შარშანდელის მსგავსად, ქუთაისი იკავებს - 12 განაცხადით. კონკურსზე თითქმის ყველა საგნის მასწავლებელია წარმოდგენილი.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ისინი 15 ივნისს საუკეთესო ათეულს გამოავლენენ, 1-ლ სექტემბერს - 5 ფინალისტს. კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა კი 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. იგი საჩუქრად ათი ათას ლარს მიიღებს და იქნება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მონაწილე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ ტარდება. იგი არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.


„პედაგოგმა მხოლოდ საგანი არ უნდა ასწავლოს, მისი ქცევაც განაპირობებს პიროვნების ფორმირებას“ - ინტერვიუ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრთან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება