სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჩინეთის კედელი - ერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს
23-11-2016
-
+


ჩინეთის კედელი არა მარტო თავად ჩინელებისთვის, უცხოელებისთვისაც ჩინეთის სიმბოლოდ მიიჩნევა. მას სხვადასხვა დროს მსოფლიოს მერვე საოცრებას, ყველაზე გრძელ კედელს უწოდებდნენ და ამაში არაფერი გადაჭარბებული არ არის. ცნობილი ნაგებობა ჩრდილოეთ ჩინეთის მთელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

რისთვის ააგეს უზარმაზარი კედელი და რა ფუნქცია ჰქონდა მას?  

ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ პატარა სამეფოებს შორის გაჩაღებული მძვინვარე შინაომების შედეგად გამარჯვება ცინის სამეფომ მოიპოვა, რომელიც იმ დროს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. მისმა მმართველმა ინ ჩჟუინმა თავი პირველ იმპერატორად გამოაცხადა და მთელი ჩინეთი გააერთიანა. 

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებში იმპერატორმა ქვეყნის ჩრდილოეთით კედლის შენება დაიწყო, რათა მოსახლეობას თავი მოხეტიალე მესაქონლე ომებისგან დაეცვა. აღსანიშნავია, რომ კედლის მშენებლობამდე უკვე არსებობდა მიწაყრილები. 

იმპერატორმა ამ მიწაყრილების შეერთება გადაწყვიტა, რასაც არაადამიანური შრომა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მშენებლები გათენებიდან დაღამებამდე ნებისმიერ ამინდში მუშაობდნენ. მუშებს ნორმალური არც საჭმელი და არც პირობები ჰქონდათ.  

მთლიანობაში კედლის მშენებლობას 200 წელი დასჭირდა და საბოლოოდ დაახლოებით 4000 კილომეტრს მიაღწია. ჩინეთის დიდ კედელში უამრავი საგუშაგო კოშკი, სასიგნალო შუქურა და გარნიზონია. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება