სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჭიროა თუ არა პორტფოლიოში თითოეული აქტივობის რეფლექსიის ატვირთვა?
30-03-2023
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები, რომლებმაც გასული წლის ზაფხულში პროფესიული უნარების გამოცდაზე სასურველი სტატუსის შესაბამისი ბარიერი დაძლიეს, ამჯერად პორტფოლიოს შეფასებისთვის ემზადებიან.

სკოლებში უკვე გაიგზავნა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტი, ამ თემაზე პედაგოგებთან დისტანციური შეხვედრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმაც გამართეს.

პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში არაა განმარტებული, კონკრეტულად რა დოკუმენტები უნდა ატვირთოს სტატუსის ამაღლების მსურველმა, პედაგოგები ამას თავად გადაწყვეტენ. მთავარია, რომ საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები შეესაბამებოდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული სტატუსის მოთხოვნებს.

რამდენი აქტივობის რეფლექსია უნდა შეიტანოს პედაგოგმა პროფესიულ საქაღალდეში? აუცილებელია თუ არა თითოეული აქტივობის რეფლექსიის ცალ-ცალკე ატვირთვა? - დასმულ კითხვებს ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განმარტებით, სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა პროფესიულ საქაღალდეში მხოლოდ ერთი რეფლექსია უნდა წარადგინოს, რომელიც მისი პრაქტიკული საქმიანობის ერთგვარი ანალიზი იქნება. რეფლექსიაში სხვადასხვა აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები დანართის სახით უნდა იყოს მითითებული.

რა შემთხვევაში მოუწევთ მასწავლებლებს პორტფოლიოს დაცვა პირისპირ?

აღნიშნულ საკითხზე პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტშიცაა ყურადღება გამახილებული:

„მასწავლებლის საქმიანობის რეფლექსია უნდა მოიცავდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთიან ანალიზს, რომელიც გამყარებული უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით“, - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა კომპეტენცია სამი მიმართულებით უნდა დაადასტუროს, ესენია: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; პროფესიული პასუხისმგებლობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება