სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა და ლიის თემის N1 სკოლის ხელმძღვანელმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი
27-03-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ფიფიამ და სკოლის დირექტორმა, ელგუჯა როგავამ მოაწერეს. 

1. მემორანდუმის საგანი:
წინამდებარე დოკუმენტის საგანია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მხარეებს შორის ურთიერთგაგების, კეთილსინდისიერებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

2. მემორანდუის მიზანი:
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და მოსწავლე- ახალგაზრდობის პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მიზნით რესურსების (მათ შორის ინტელექტუალური) გაზიარება.

ასევე, ხელი შეუწყონ მოსწავლე-ახალგაზრდების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, შესძინონ მათ თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

3. მემორანდუმის ამოცანებია:
ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, შემეცნებითი, აღმზრდელობითი და სხვა სახის აქტივობების, კონკურსების, ვიქტორინების, საღამოების შეხვედრების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო -საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად კულტურისა და განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ახალგაზრდული პოლიტიკისა და სხვა მიმართულებით პროგრამების შემუშავება და ადგილობრივი ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების/პროექტების განხორციელება; თანამშრომლობას სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებთან /და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ფონდებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
მხარეებს უფლება აქვთ ერთობლივი ღონისძიების ჩატარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენონ მეორე მხარის კუთვნილი რესურსები კონკრეტული ღონისძიებისა თუ პროექტის მიზნების რეალიზებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება