სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, დირექტორებს, ბავშვებს... პირადად შევხვდებით“ - განათლების ახალი მინისტრი სამოქმედო გეგმაზე
20-03-2023
-
+


ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა, რომელიც აქამდე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე იმყოფებოდა. ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, განათლების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, კვლავ რჩება პრობლემები, რომელთაც სჭირდება სწრაფი გადაჭრა:

„დავიწყებთ შეხვედრებს, აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, დირექციასთან, ტექპერსონალთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან... უკუკავშირის შედეგად მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს...

გვინდა ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს - სკოლების ინფრასტრუქტურით დაწყებული, საგანმანათლებლო რესურსებით დამთავრებული, ჩვენ შევქმნით ღირსეულ პირობებს პედაგოგებისთვის და ეს იქნება მნიშვნელოვანი მასწავლებლის პროფესიის ღირსების ამაღლებისთვის.

სად წავიდა განათლების ყოფილი მინისტრი - პრემიერი მიხეილ ჩხენკელს დაემშვიდობა

ასევე ფინანსურ წახალისებას შევთავაზებთ იმ სტუდენტებს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, მხარს დავუჭერთ პროფესიულ განათლებაში ერთობლივი პროგრამების დანერგვას დასავლელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ფართოდ უნდა გავაღოთ კარი დასავლური განათლების მიმართულებით.

პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გახდება პრიორიტეტი; ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე, რომელიც უამრავია, მალე პრემიერს წარვუდგენთ ხედვას და საზოგადოებასაც საჯაროდ გავაცნობთ კონკრეტულ გეგმას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება