| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია დაბა ქედის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა, ვინაიდან მთიანი გეოგრაფიული არეალის და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემის გამო „მოქალაქეები სიცოცხლის რისკის ფასად გადაადგილდებიან სხვადასხვა სერვისის მიღებისთვის დაბის ტერიტორიაზე“.
სავალი ნაწილის სივიწროვისა და ავტომანქანების რაოდენობის ზრდის გამო ფაქტობრივად, ვერ ხერხდება ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მოწყვლად ჯგუფებს ფეხით გადაადგილებაში. დაბაში დაბალი მსყიდველობით უნარიანობის გამო არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, შეუძლებელია კერძო სექტორი დაინტერესდეს აღნიშნული სერვისის შეთავაზებით.
„სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, პენსიონერები, ბავშვები და ჩვეულებრივი მოქალაქეები სიცოცხლის რისკის ფასად გადაადგილდებიან სხვადასხვა სერვისის მიღებისთვის დაბის ტერიტორიაზე, რომლებსაც სჭირდებათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და შშმ პირთათვის ადაპტირებული მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კვლევების შესაბმისად, დღეის მდგომარეობით დაბის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდება სკოლის 300-მდე მოსწავლე ყოველდღიურად, საბავშვო ბაღის 100-მდე აღსაზრდელი და მათი მშობლები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად