სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვს თუ არა ყველა მასწავლებელს უფლება, დაესწროს პედსაბჭოს - რა შემთხვევაში ეკარგება ძალა სხდომას?
15-03-2023
-
+


პედაგოგიური საბჭო სკოლის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, თუმცა პედსაბჭოს წევრები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ მას მასწავლებელთა საკმარისი რაოდენობა არ დაესწრება. 

რას ვალდებულებები აქვს პედაგოგიურ საბჭოს? აქვს თუ არა ყველა მასწავლებელს სხდომაზე დასწრების უფლება? მინიმუმ რამდენი პედაგოგის დასწრებაა სავალდებულო გადაწყვეტილებების მისაღებად?

პედაგოგიური საბჭო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან სასკოლო პროცესებში როგორიცაა, სასკოლო სასწავლო გეგმების, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებისა და სასწავლო მასალის დამტკიცება. სწორედ აღნიშნული ორგანო ირჩევს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას. გარდა ამისა, პედაგოგიურ საბჭოს ასევე ჰყავს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს მასწავლებლების უმრავლესობა 3 წლის ვადით ირჩევს. სწორედ თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. გარდა თავმჯდომარის მიერ მოწვევისა, საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს სხდომა.

პედაგოგიურ საბჭოზე დასწრებისა და ხმის უფლება აქვთ არა მხოლოდ სქემაში ჩართულ პედაგოგებს, არამედ მასწავლებლობის მაძიებლებსაც.

მინიმუმ რამდენი მასწავლებელი უნდა ესწრებოდეს სხდომას, ეს რაოდენობრივად დადგენილი არ არის, თუმცა კანონის თანახმად, საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას დაესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი საკმარისი ხმებია საჭირო. კერძოდ, პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება