სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლე - რეპტილიებით გატაცებული სანდრო ხახვა, რომელსაც ხვლიკები მოშინაურებული ჰყავს
07-03-2023
-
+


სანდრო ხახვა ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მე-10 კლასის მოსწავლეა. მას ცხოველები ბავშვობიდან ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი ქვეწარმავლებითა და რეპტილიებითაა გატაცებული. სკოლაში გაკვეთილებსაც ხშირად ატარებს და თანაკლასელებს ქვეწარმავლების შესახებ საინტერესო ინფორმაციებსაც უზიარებს. ხვლიკები სახლში თავადაც ჰყავს, რომლებსაც ძალიან უფრთხილდება და უვლის. 

რეპტილიების მიმართ როდის და რატომ გაუჩნდა ინტერესი, როგორ უვლის მოშინაურებულ ხვლიკებს და რას გეგმავს სამომავლოდ - ამასთან დაკავშირებით მეათეკლასელ სანდრო ხახვას etaloni.ge დაუკავშირდა: 

როგორც თავად გვიამბო, თავდაპირველად მე-4 კლასში დინოზავრებითა და პრეისტორიული არსებებით იყო გატაცებული. 12 წლის ასაკში კი გველების მიმართ გაუჩნდა დიდი ინტერესი და მათ შესახებ ინფორმაციების მოიძიება დაიწყო. 

„გველი პირველად სოფელში ვიპოვე. საკმაოდ იშვიათი სახეობა იყო, მისი შეფერილობით მოვინუსხე. გველებისა და რეპტილიების მიმართ ინტერესიც აქედან დაიწყო. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვერ ვარჩევდი შხამიან გველებს და ხელით შეხებაც კი მინდოდა, შიშის გრძნობა არ გამჩენია. დავიწყე მათი კვლევა და სიღრმისეული შესწავლა, ბუნებაშიც ხშირად გავდიოდი გველების, ხვლიკების, რეპტილიების მოსაძებნად... მათ ფოტოებს ვუღებდი, სოციალურ ქსელებში ვავრცელებდი და საზოგადოებას ვაცნობდი. ზოგადად ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ქვეწარმავლების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესსა და სიყვარულს ვგრძნობ“ - გვეუბნება სანდრო ხახვა.                                                               

რეპტილიებით გატაცებულ მეათეკლასელს სახლშიც ჰყავს ხვლიკები, რომელსაც ძალიან უფრთხილდება და დიდი მონდომებით უვლის - „სახლის პირობებში ხვლიკებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. აუცილებელია, რომ შევუქმნათ შესაბამისი პირობები. ხვლიკები სპეციალურ აკვარიუმებში მყავს, სადაც დამონტაჟებულია ულტრანათურები, რაც მათი არსებობისათვის აუცილებელია. კვებას რაც შეეხება - ერთი სახეობის ხვლიკი ბოსტნეულითა და მწერებით იკვებება, მეორე კი მხოლოდ მწერებით“.  

როგორც თავად აღნიშნავს, მშობლებიც გვერდით უდგანან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გაოცებულნი იყვნენ, ახლა პირიქით, მხარს უჭერენ.

„მშობლებმა, როდესაც გაიგეს ჩემი ჰობისა და ინტერესების შესახებ, თავიდან ძალიან გაოცდნენ. ბუნებრივია, როდესაც ბავშვი ადრეულ ასაკში ქვეწარმავლებით, გველებითაა გატაცებული გასაკვირია, თუმცა შემდგომ მიეჩვივნენ. არასდროს დაუშლიათ ჩემთვის მათთან ურთიერთობა, პირიქით ჩემს საქმიანობაში დღემდე მიწყობენ ხელს“, - გვეუბნება სანდრო და აღნიშნავს, რომ ველური ბუნების ფოტოგრაფიითაც გატაცებულია.

„ბუნებაში მაქვს არჩეული ადგილები - სხვადასხვა კონკრეტული წერტილი, სადაც ხშირად ვპოულობ სხვადასხვა სახის ქვეწარმავლებს. სიუჟეტისთვის, როცა მჭირდება 1-2 დღე შეიძლება ბუნებას მოვპარო, თუმცა შემდგომ ადგილზე ვაბრუნებ“ - აღნიშნა მეათეკლასელმა.

ის ასევე საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრებს ხშირად აწყობს და ცდილობს, სერიოზულად მიუდგეს თავის გატაცებას. უამრავ ინფორმაციას იძიებს, მუდმივად ცოდნას იმაღლებს და წიგნებსაც წერს.          

„დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე პირველ წიგნზე მუშაობა, რომელიც შემდგომ დაიბეჭდა. სულ მინდოდა, ყველა იმ ინფორმაციისთვის, რომელსაც ვიძიებდი თავი ერთად მომეყარა და წიგნად, ან ენციკლოპედიად გამომეცა. ეს სურვილი ავიხდინე - დავბეჭდე ჩემი საკუთარი წიგნები“, - აღნიშნა სანდრომ.                                                    

სანდრო აჟამად ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც „მსოფლიო გველებს“ შეეხება. მას წიგნში 200-მდე სახეობის გველი ჰყავს წარმოდგენილი და მის დაბეჭდვას უახლოეს მომავალში გეგმავს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება