სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებმა დედის დღის მისალოცი ორიგინალური ბარათები დაამზადეს
07-03-2023
-
+


ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის I კლასის მოსწავლეებმა დედის დღე, პედაგოგების - ნათია გოხიძისა და მარი ხიტიას ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს გულწრფელი სიტყვები მიუძღვნეს, ფერადი ფურცლებისგან ლამაზი ფიგურები გამოჭრეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გრძნობების გაზიარებას  მოსწავლეებსაც ასწავლიან და ცდილობენ ყოველი სასწავლო დღე მათთვის სიხარულის მომტანი იყოს. 

„დაე, მუდამ ანათებდეს თქვენი ლამაზი თვალებიდან სიხარულის, ბედნიერების და სიყვარულის სხივი, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლობა კლასების დამრიგებლებს ნათია გოხიძეს და მარი ხიტიას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება