სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვეფეროთ დედებს“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიცია
03-03-2023
-
+


„გაზაფხული სიცოცხლისა და სიყვარულის, უზღვავი და უშრეტი ენერგიის წყაროა. წელიწადის ამ დროს გულს უხარია და სულს ეზეიმება“- აღნიშნავენ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც გაზაფხულის პირველი თვე ღონისძიებებით დაიწყო. 2 მარტი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებითა და კლასის საათებით, რომლებიც ეძღვნებოდა გაზაფხულს, დედისა და ქალთა დღეს.

განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  1. დედის დღისადმი მიძღვნილი ინგლისური ენის გაკვეთილი პირველ კლასში - მასწავლებელი თ.თუთბერიძე;
  2. „ვკითხულობთ ერთად“- მკითხველთა კლუბის ინტელექტუალური თამაში - ხელმძღვანელი თ.ჭუმბურიძე;
  3. დედის დღისადმი მიძღვნილი რუსული წრის (VIა კლასი) დასკვნითი ღონისძიება - ხელმძღვანელი ქ.ჯიქია.
  4. კლასის საათი სახელწოდებით „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ – Vგ კლასი, კლასის ხელმძღვანელი მ.წულაია;
  5. კლასის საათი „ქალი და მარტი“ - Xა კლასი - კლასის ხელმძღვანელი ნ.ბაზაძე.
  6. დედის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი VIIბ კლასში - კლასის ხელმძღვანელი თ.ივანეიშვილი;
  7. VIIIა კლასის საათი თემაზე: „ვაკეთოთ ერთად“ – კლასის ხელმძღვანელი დ.ხაჩიძე;
  8. „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ კლასის საათი IIIგ კლასში - კლასის ხელმძღვანელი ლ.ციბაძე;

დღე კი დააგვირგვინა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასმა შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიციით „მოვეფეროთ დედებს“. მათ უმღერეს სიცოცხლის სიყვარულს-გაზაფხულს, სიცოცხლის საწყისს-დედას და სამყაროს უძლიერეს არსებას - ქალს.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება და 7 მარტს, სპექტაკლის -  „გამოძიება შეწყვეტილია“ პრემიერით დასრულდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება