| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბავშვთა გასართობ ცენტრში გამართეს.
ღონისძიებას ორგანიზება სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ირმა ჯალაღანიამ გაუწია. ბავშვებმა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული დედებს მიულოცეს და ყველაზე ძვირფასს ადამიანებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა სხვადასხვა სასცენო ნომრებით - სიმღერებით, ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით შეამკეს მათთვის ძვირფასი ადამიანები და გაულამაზეს ეს დღე.
„მრავალი წელი ყოფილიყოს თქვენი დედა-შვილობა! დედისა და დედაშვილობის სიყვარულით გამთბარი ათეული წლები აგეთვალოთ!“ - სკოლაში კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 3 მარტს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა